წესები და პირობები - OXID.GE

წესები და პირობები

1.შპს “ოქსიდი: ს/კ 445762121 წარმოადგენს ბათუმში მდებარე ქიმწმენდა და კომერციულ სამრეცხაო ოქსიდს. 

 

2. ოქსიდი გაგიწევთ რეცხვისა და წმენდის მომსახურებას ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად. ოქსიდის სერვისების სარგებლობისას მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოყვანილ წესებსა და პირობებს ხოლო ოქსიდსა და მომხმარებელს შორის შეთანხმება ეხება მხოლოდ მათ და არ წარმოადგენს მესამე მხარის განხილვის საგანს. 

 

3.ოქსიდი შეძლებისდაგვარად შეეცდება მიაწოდოს თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისი. ოქსიდი არ იღბს პასუხისმგებლობას ზარალზე, რომელიც მიადგა ნივთს თანდართული ინსტრუქციის (იარლიყის) მიხედვით რეცხვის დროს, რომელშიც მითითებული იყო ამ ნივთის რეცხვის წესი. თუ ნივთი დაზიანდა იმის გამო, რომ მას არ ქონდა მითითებული რეცხვის ინსტრუქცია იარლიყზე ამ შემთხვევაში ოქსიდი არ აგებს პასუხს ამ ნივთის დაზიანებაზე. ოქსიდი იტოვებს უფლებას უარი თქვას ნივთის გარეცხვა-გაწმენდაზე და არ იძლევა გარანტიას ლაქების ამოყვანაზე. ოქსიდი არ არის პასუხისმგებელი დაკარგვაზე ან დიზიანებაზე ისეტი ნივთებისა, რომლებიც შესაძლებელია ყოფილიყო გასარეცხი ნივთების ჯიბეებში ( მაგ: ფული, სამკაული ან სხვა )

 

4. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ოქსიდი დაკარგავს ან დააზიანებს მიღებულ ნივთს, ოქსიდი აანაზღაურებს ზარალს, რომელიც დაითვლება შემდეგი წესით: ახალი იდენტური ნივთის ღირებულებას გამოკლებული ნივთვის ცვეთის კანონით დადგენილი წესი. თუმცა მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ნივთის წმენდისას გადახდილი სერვისის ღირებულების ხუთმაგ ოდენობას. 

 

5. ოქსიდი არ არის პასუხისმგებელი აანაზღაუროს დაზიანებული ნივთის ზარალი თუ დაზიანება გამოწვეულია: ჩრჩილის, ან სხვა მწერის, ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა მიზეზის გამო, რომელზედაც ოქსიდს არ ქონდა კონტროლი.

 

6.ოქსიდი უფლებამოსილია გაასხვისოს ან გაყიდოს საქველმოქმედო მიზნებისთვის ისეთი ნივთები, რომლებიც მომხმარებელმა დატოვა და არ წაიღო ბილეთში მითითბული თარიღიდან 6 კვირის მანძილზე.

 

7. მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს მიღებული ნივთი ოქსიდის მაღაზიაში. თუ ნივთმა დატოვა მაღაზია, მომხმარებლის მხრიდან არ მიიღბა არანაირი პრეტენზია. 

 

8. ოქსიდის პასუხიმგებლობა იფარგლება ნივთის სერვისის ღირებულების ( რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა ამ კონკრეტული ნივთის გარეცხვა გაწმენდის მომსახურეობაში) ხუთმაგი ოდენობით. არცერთ შემთხვევაში ოქსიდი არ არის პასუხისმგებელი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზარალის შემთხვევაში მიუხედავად იმის იცოდა თუ უნდა ცოდნონდა ამის შესახებ. 

 

9. ყველა დავა ოქსიდსა და მის მომხმარებლებს შორის უნდა განიხილოს საქართველოში მოხმედი კანონმდებლობიოს საფუძველზე. 

 

10.მომსახურების ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორება ხდება ეროვნული ვალუტით. ჩვენ ვიტოვებთ ფასის ცვლილების უფლებას. ფასის ცვლილება არ შეეხება იმ მომსახურებას, რომელზეც ჩვენ ამ პირობების მიხედვით უკვე მიღებული გვაქვს შეკვეთა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მომსახურების ღირებულება გადაიხადოთ საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით.  პლასტიკური ბარათის მფლობელმა უნდა შეინახოს გადახდის შემთხვევაშ მიღბული ჩეკი. 

 

11. შეკვეთა

შეკვეთის განხორციელება ხდება, როგორც ონლაინ ასევე აპლიკაციის საშუალებით. როდესაც განახორციელებთ შეკვეთას თქვენ მიიღებთ დასტურს და კურიერი დაგიკავშირდებათ. ფასები საიტზე და აპლიკაციაში მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით. 

 

12. შეკვეთის გაუქმება

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ 10 სამუშაო დღეში. 

 

13. მიტანის ვადა

მიტანის ვადა დამოკიდებულია ჩაბარებულ ნივთზე და არჩეულ მომსახურებაზე. ჩვენ შევეცდებით დაგინბრუნოთ შეკვეთა საშუალოდ არაუგვიანეს 72 საათისა, თუმცა აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს, რის შესახებაც  აუცილებლად შეგატყობინებთ.


14. ფორს-მაჟორი

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული გარემოებვით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება.

ფორს-მაჟორულ გარემოებაში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობნა , მეწყერი, ხანძარი ) ეპიდემია. 

შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოებების მოხმედების ვადის მიხედვით.

ამ დროს მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოში. 

ეს ვალდებულებებლი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორს-მაჟორული გარემოებეის მოხმედების შეწყვეტის შემდეგ.