Check out our frequently asked questions and learn how our service works.
ჩვენი სერვისებია : ქიმწმენდა, რეცხვა, მშრალი რეცხვა, გაუთოება, ფეხსაცმლის და ჩანთების წმენდა. რეცხვა მოიცავს როგორც ტანსაცმლის ასევე სახლის ნივთებს, როგორიცაა : თეთრეული, ბალიში საბანი , ფარდა და ა.შ
ასევე გვაქვს ინდუსტრიული სამრეცხაო და ვემსახურებით სასტუმროებსა და რესტორნებს.
მშრალი რეცხვა არის ჩვეულებრივი რეცხვა წყლის გარეშე, სარეცხი ირეცხება სპეციალური ხსნარით, რომელიც არ შეიცავს წყალს. მას შემდეგ რაც ლაქა იწმენდება სპეციალური საშუალებებით, ხდება ტანსაცმლის მშრალი რეცხვის აპარატში მოთავსება და მისი გასუფთავება წყლის გარეშე.
არის ქსოვილები, რომელთა გარეცხვა არ შეიძლება წყლით, მაგალითად ბეწვეული და ნაქსოვი ტანსაცმელი. ამიტომ ასეთი ქსოვილები ირეცხება მშრალად.
ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ არის მშრალი რეცხვა უკეთესი, ვიდრე სახლში გარეცხვა. ერთერთი მიზეზი არის, რომ წყალი ბევრ ისეთ ლაქას ვერ უკლავდება, როგორც ხსნარები, რომლებიც გამოიყენება მშრალი რეცხვის დროს. ასევე ქსოვილის გაფუჭების თავიდან აცილების საშუალებაა მისი პროფესიონალებისთვის მინდობა.
საშუალოდ მინიმუმ 48 საათია საჭირო იისათვის, რომ მზად იყოს თქვენი შეკვეთა, თუმცა დროის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შეკვეთის სირთულეზე.
მიტანის სერვისი გვაქვს უფასო, თუმცა დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე.
შესაძლებელია. რა თქმა უნდა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენ ვიყენებთ ძვირადღირებულ ხსნარებს, რომლებიც მაქსიმალურად უმკლავდება ყველა სახის ლაქას , გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რრა დროა გასული ქსოვილის დაზიანებიდან.
ნივთის დაკარგვის, ან დაზიანების, რომელიც არის გამოწვეული ჩვენი მხრიდან, ხდება ანაზღაურება შემდეგი წესით: ნივთის ახალ ღირებულებას გამოკლებული მისი ცვეთის კანონით დადგენილი თანხა.თუმცა მიღებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ნივთის წმენდისას გადახდილი სერვისის ღირებულების ხუთმაგ ოდენობას.
მომხმარებელი, რომელიც ხშირად იყენებს ჩვენს მომსახურებას, ვარეგისტრირებთ, როგორც მუდმივ მომხმარებელს და ვასაჩუქრებთ 10 % იანი ფასდაკლების ბარათით. ასევე გვაქვს სპეციალური ფასების შეთვაზება იმ კომერციულ მომხმარებლებთან, რომლებსაც მოაქვთ დიდი რაოდენობის შეკვეთა.